ფეხბურთი

2:00 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ალექსია პუტელიასი სეზონის ბოლოს დატოვებს

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი ალექსია პუტელიასი დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. კონტრაქტი, რომელიც იწურება, არ განახლდება.

პუტელიასი „ბარსას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ვარაუდობენ, რომ კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

ალექსია პუტელიასი „ბარსელონაში“ 2012 წლიდან თამაშობდა და 507 მატჩში 232 გოლით ყველა დროის ბომბარდირია. მან 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ორჯერ ოქროს ბურთი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094748