გლაზგოს „რეინჯერსმა“ „ჰართსის“ კაპიტანი ლოურენს შენკლენდი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
შოტლანდიელმა „რეინჯერსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით და 7-ნომრიანი მაისური მოირგო.
შენკლენდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა და უდიდესი წვლილი შეიტანა, რომ „ჰართსი“ მეორე ადგილზე გავიდა, სულ ცოტა დააკლდა, შოტლანდიის ჩემპიონობამდე.
გამოცდილ ფეხბურთელს მანამდე ქპრ-ში, „აბერდინში“, „დამფერლაინში“, „სენტ მირენში“, „დანდი იუნაიტედსა“ და „ბეერსხოტში“ უთამაშია, ხოლო „ჰართსში“ 2022 წლიდან 171 თამაშში 88 გოლი გაიტანა. შოტლანდიის ნაკრებში მის აქტივში 18 თამაშში 4 გოლია.







