ფეხბურთი

22:11 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ანდონი ირაოლას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

„მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა, ანდონი ირაოლა გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს თანახმად, „როსონერიმ“ 43 წლის ესპანეთს შესთავაზა კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე, სეზონში 4 მილიონი ევროს ანაზრაურებით, რათა დაარწმუნოს ის, რომ „მილანში“ იმუშაოს. ის იტალიური გუნდის მთავარი სამიზნეა.

ირაოლამ, რომელმაც „ბორნმუთი“ დატოვა, ასევე მიიღო შეთავაზებები „ნიუკასლიდან“, „კრისტალ პალასიდან“ და „ლევერკუზენიდან“. ჯერჯერობით, უცნობია, რა არჩევანს გააკეთებს ბასკი სპეციალისტი, რომელმაც „ბორნმუთში“ შესანიშნავად იმუშავა და გუნდი ევროპა ლიგაზე გაიყვანა.

„ბორნმუთის“ გარდა, ირაოლას „აეკ ლარნაკაში“, „მირანდესსა“ და „რაიო ვალეკანოში“ უმუშავია.

„მილანიდან“ დაითხოვეს მასიმილიანო ალეგრი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენა არ აპატიეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092161