მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს ამ ზაფხულს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.
წყაროს ცნობით, არგენტინელი თავდამსხმელი ჯერ არ აწარმოებს არსებით მოლაპარაკებებს მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2030 წლამდეა გათვლილი.
„პარი სენ-ჟერმენმა,“ „ბარსელონამ“ და ინგლისური პრემიერლიგის რამდენიმე კლუბმა გამოთქვეს ინტერესი ალვარესის მიმართ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სერიოზული შეთავაზებების შემთხვევაში „ატლეტიკოს“ გაუჭირდება მოთამაშის გუნდში შენარჩუნება.
ალვარესი მადრიდულ კლუბს 2024 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. ამ სეზონში თავდამსხმელმა 49 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.





