იერუსალიმის „ბეითარის“ ფეხბურთელის, ლუკა გადრანის შეძენა ჩეხურ „პლზენს“ სურს. ამის შესახებ sport5 იტყობინება.
თუმცა, წყაროს თანახმად, „ბეითარისთვის“ გადრანი ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მის გაყიდვას არ გეგმავს, შესაბამისად, „პლზენის“ შეთავაზება უარით გაისტუმრეს.
გადრანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ისრაელის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. მან 30 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
გადრანმა „ბეითარში“ ისრაელის თასი მოიგო და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. მანამდე 29 წლის ქართველი მცველი ყაზახურ „კაირატში“ თამაშობდა.







