ფეხბურთი

17:10 | 25.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო გროსომ შესაძლოა "ფიორენტინა" ჩაიბაროს

"სასუოლოს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო გროსომ შესაძლოა მომდევნო სეზონში "ფიორენტინა" ჩაიბაროს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ფიორენტინას" ხელმძღვანელობა იტალიელ სპეციალისტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და როგორც ირკვევა მას კონტრაქტი 2028 წლამდე შესთავაზეს, 2029 წლამდე გახანგრძლივების ოფციით.

ფაბიო გროსოს მიმართ ინტერესს ასევე "ბოლონია" და "ნაპოლიც" იჩენენ, რომელიც ამჟამად უმწვრთნელოდ დარჩა, რადგან ანტონიო კონტემ კლუბი ოფიციალურად დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო გროსო "სასუოლოში" 2024 წლიდან მუშაობს, ხოლო სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "ლიონში", "ფროსინონეში", "ბრეშაში", "ვერონაში", "ბარიში" და "სიონში" უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091889