საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „გაგრამ“ გორის „დილა“ დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: 64-ე წუთზე ანგარიში კლაუდინეიმ გახსნა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ანდრი ანდრეიჩუკმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
„გაგრამ’ 14 ქულა დააგროვა და მეცხრეა, ხოლო მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება. „დილა“ 20 ქულით მეხუთე საფეხურზეა და წყალტუბოს „სამგურალს“ გაეჯიბრება.
„გაგრა“ – „დილა“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კლაუდინეი (64), 2:0 ანდრეიჩუკი (86)





