ფეხბურთი

22:50 | 24.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლა კორუნიის "დეპორტივო" ლა ლიგაში დაბრუნდა

ლა კორუნიის „დეპორტივო“ ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდა.

ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში გალისიელებმა სტუმრად „ვალიადოლი“ 2:0 დაამარცხა, პარალელურად, მისი კონკურენტი „ალმერია“ დამარცხდა, შედეგად, ყველაფერი გაირკვა.

„დეპორტივო“ 77 ქულით მეორე ადგილზეა და 6 ქულით გაასწრო „ალმერიას“, რაც ერთ ტურში აღმოუფხვრელი სხვაობაა. მოგეხსენებათ, მანამდე ლა ლიგაში გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ გადავიდა, რომელიც 79 ქულით ლიდერია.

ლა კორუნიის „დეპორტივო“ ლა ლიგაში ბოლოს 2017-2018 წლების სეზონში იყო.

ბრძოლა გრძელდება მესამე საგზურისთვის, რომელიც პლეი-ოფით გათამაშდება, პლეი-ოფში მოსახვედრად კი „ალმერია“, „მალაგა“, „ლას პალმასი“, „კასტელონი“, „ბურგოსი“ და „ეიბარი“ იბრძვიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087082