საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად „დინამო თბილისი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„დინამო არენაზე“ გამართულმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია - გულშემატკივარი საკმაო რაოდენობით მივიდა სტადიონზე, რომლის სალაროებთან თამაშის წინ რიგებიც კი იყო.
რაც შეეხება თამაშს: „ტორპედომ“ აჯობა მეტოქეს და 1:0 მოიგო. პირველ ტაიმში ყველაზე ახლოს გოლთან კომნენ ანდრიჩი იყო, რომელსაც გიორგი ლორიამ აჯობა. 61-ე წუთზე სერბს მეორე შანსი ჰქონდა, მაგრამ ცარიელ კარში მოახერხა და, ბურთი ძელს გაარტყა.
70-ე წუთზე სტუმრებმა მაინც გაიტანეს: გიორგი არაბიძის შესანიშნავი პასით ფელიპე პირესმა გაიტანა, რომელიც კარიდან და საჯარიმოდან გამოსულ ლორიას გასცდა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. დარჩენილ დროში „დინამომ“ სცადა გათანაბრება, მაგრამ არ გამოუვიდა და წააგო. ეს თემურ ქეცბაიას პირველი მარცხია თბილისურ გუნდში, აქამდე, 6-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (4 მოგება, 2 ფრე).
„ტორპედო“ კი ბოლო 11 ტურია არ დამარცხებულა, 26 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „დინამო“ 22 ქულით მეოთხე საფეხურს იკავებს და წინ „მეშახტესთან“ დაპირისპირება ელოდება.
„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 პირესი (70)





