მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ სეზონით ძალიან კმაყოფილია, გერმანიის თასის ფინალში „შტუტგარტთან“ მატჩი (3:0) კი, რომელშიც ჰეთ-თრიქი შეასრულა, მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
„ეს მატჩი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საოცრად ველოდებოდი ამ ფინალს. ბევრისგან ვიცოდი ამ ფინალის მნიშვნელობა, ვისაც ნათამაშები ჰქონია გერმანიის თასის ფინალში. ჰეთ-თრიქი შევასრულე და მართლაც განსაკუთრებული თამაში გამომივიდა, საოცარი გრძნობაა. ძალიან ვამაყობ და ამ სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - თქვა კეინმა.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა 2025-2026 წლების სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში 61 გოლით დაასრულა და კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა.





