„ლანსმა“ საფრანგეთის თასი მოიგო. პიერ საჟის გუნდმა ლიგა 1-ში პსჟ-ს მთელი სეზონის განმავლობაში კონკურენცია გაუწია, ბოლოს ვერაფერს გახდა ლუის ენრიკესთან გუნდთან და მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ სეზონში ტიტული მაინც მოიგო.
„ლანსმა“ ფინალში „ნიცა“ 3:1 დაამარცხა. ფლორენ ტოვენმა 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, რასაც ოდსონ ედუარის გოლი მოჰყვა. „ნიცამ“ პირველი ტაიმის მიწურულს ჯიბრილ კულიბალის გოლით შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს „ნიცას“ მაქსიმუმი გამოდგა. მატჩის მიწურულს აბდალა სიმამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლანსმა“ საფრანგეთის თასი ისტორიაში პირველად მოიგო და მართლაც ისტორიული სეზონი ჰქონდა - საფრანგეთის თასი და ლიგა 1-ში მეორე ადგილი.
„ნიცას“ კი ახლა ლიგა 1-ში დასარჩენად ბრძოლა მოუწევს, პლეი-აუტში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენს“ 26-29 მაისს შეხვდება.





