დავიდ ალაბა მადრიდის „რეალს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
33 წლის ავსტრიელს 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება, რომელსაც არ გაახანგრძლივებს და შესაბამისად, თავისუფალი აგენტი გახდება. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას.
დავიდ ალაბა „რეალში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 131 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ავსტრიელ მცველს „ბაიერნსა“ და „ჰოფენჰაიმში“ უთამაშია.





