ფეხბურთი

17:51 | 22.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სესარ ასპილიკუეტამ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა სესარ ასპილიკუეტამ კარიერა დაასრულა. 36 წლის მცველმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა.

„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დრო დადგა“, - წერს სესარი გავრცელებულ განცხადებაში.

სესარ ასპილიკუეტამ ბოლო სეზონი „სევილიაში“ გაატარა, მანამდე კი მადრიდის „ატლეტიკოში“, „ჩელსიში“, „მარსელსა“ და „ოსასუნაში“ გამოდიოდა. ესპანეთის ნაკრებში კი 2013-2022 წლებში 44 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090705