ფეხბურთი

22:29 | 21.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმი: "გვიხარია, რომ კვარაცხელია ჩვენთან თამაშობს და იმედია, ასე გააგრძელებს"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ Sky Sport-თან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.

მაროკოელ მცველს ჰკითხეს, იმსახურებს თუ არა, ის „კვარადონას“ მეტსახეს, რასაც ასეთი პასუხი გასცა:

„მან წარმოუდგენელი წლები გაატარა „ნაპოლიში“ და ახლა ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინვე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი, ის ბევრს გვთავაზობს და ძალიან გვიხარია, რომ გვყავს. გვიხარია, რომ აქ არის და ვიმედოვნებთ, რომ ამ გზას გააგრძელებს“, - თქვა ჰაკიმიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 30 მაისს, ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154497