ბირმინგემის „ასტონ ვილას“ თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მოქმედი სამივე ევროტურნირი მოგებული აქვს - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა.
აბრაჰამმა ევროპა ლიგა „ასტონ ვილაში“ მოიგო, მანამდე კონფერენს ლიგის გამარჯვებული „რომაში“ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა „ჩელსის“ შემადგენლობაში მოიგო.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც აბრაჰამამდე მსგავსი მიღწევით გამოირჩა - ემერსონ პალმერია, რომელმაც ჯერ ევროპა ლიგა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგა „ჩელსისში“ მოიგო, შემდეგ კი, „ვესტ ჰემში“ - კონფერენს ლიგაც.







