„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი კაზემირო კარიერას დიდი ალბათობით, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.
ბრაზილიელ ნახევარმცველთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და შეთანხმებასთან მხარეები ახლოს არიან. 34 წლის ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს უფასოდ შეუერთდება, რადგან „მანჩესტერთან“ კონტრაქტი ეწურება და კლუბს დატოვებს.
კაზემიროს კარიერის განმავლობაში „სან პაულუში“, „პორტუში“, „რეალსა“ და „მანჩესტერში“ უთამაშია. ზაფხულიდან კი ლიონელ მესის თანაგუნდელი გახდება.





