ფეხბურთი

0:50 | 21.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ევროტიტული 1982 წლის შემდეგ: "ასტონ ვილამ" ევროპა ლიგა მოიგო

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ ევროპა ლიგის გამარჯვებულია. უნაი ემერის გუნდმა „ფრაიბურგი“ სტამბოლში გამართულ ფინალში უშანსოდ დაამარცხა და ესპანელმა მწვრთნელმაც მონაგარი გაზარდა.

„ასტონ ვილა“ ფავორიტი იყო, არათუ ფინალის, არამედ ტურნირის დაწყების წინაც და მოლოდინი სრულად გაამართლა - 15 მატჩი და 13 მოგება, მხოლოდ 2 წაგება, ასეთი „ვილა პარაკელთა“ მონაგარი ევროპა ლიგაზე და აბსოლუტურად დამსახურეებული ჩემპიონია, სრული დომინაციით.

„ფრაიბურგმა“, რომელიც პირველად იყო ევროთასის ფინალში და ისტორიაში პირველი ტიტულის მოგება სურდა, ინგლისურ გუნდს წინააღმდეგობა მხოლოდ 40 წუთის განმავლობაში გაუწია. 41-ე წუთზე ბირმინგემელებმა კუთხური კარგად გაათამაშეს და იური ტილემანსმა ანგარიში გახსნა. სულ მალე ემერის გუნდმა უპირატესობა გაზარდა, რაც ემილიანო ბუენდიას დამსახურებაა, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმშიც მეტი არაფერი შეცვლილა - „ასტონ ვილამ“ მალევე გაიტანა, ამჯერად ოლი უოტკინსმა და ინტრიგა საბოლოოდ მოკლა. საბოლოოდ, ინგლისურმა გუნდმა 3:0 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მოიგო ევროპა ლიგა, ხოლო ევროტიტული 1982 წლის შემდეგ პირველად, ზოგადად ტიტული 1996 წლის შემდეგ.

„ფრაიბურგისთვის“ მაინც ისტორიული და დაუვიწყარი სეზონი გამოდგა, ფინალიც ამ პატარა გერმანული გუნდისთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რომელზეც ოცნებაც ცოტა ხნის წინ არ შეეძლოთ.

უნაი ემერიმ მეხუთედ მოიგო ევროპა ლიგა, ისედაც რეკორდსმენი იყო და მისივე შედეგი გააუმჯობესა. მან სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო ეს ჯილდო - სამჯერ „სევილიაში“, თითოჯერ „ვილიარეალსა“ და „ასტონ ვილაში“. პირველი მწვრთნელია, ვინც ეს ტურნირი სამ გუნდში მოიგო. მოკლედ, ევროპა ლიგა „სევილიას“ ტურნირიცაა და უნაი ემერისიც...

„ფრაიბურგი“ – „ასტონ ვილა“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ტილემანსი (41), 0:2 ბუენდია (45), 0:3 როჯერსი (58)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097579