ფეხბურთი

20:59 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანდრია ბართიშვილის სადებიუტო გოლით "იბერიამ" "გაგრას" აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა „იბერიამ“ „გაგრას“ უმასპინძლა, რომელიც 1:0 დაამარცხა.

ყველაფერი გადაწყვიტა ანდრია ბართიშვილმა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში შესანიშნავად იმოქმედა და ულამაზესი გოლით გამარჯვების ბურთი გაიტანა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ეს ბართიშვილისთვის ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი იყო.

„იბერია“ 27 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრას“ 11 ქულით მეცხრე პოზიცია უკავია, წინ კი „დილასთან“ დაპირისპირება ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08824