ჩოგბურთი

23:13 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტესა და ყაზახეთში

ქართველი ჩოგბურთელი ანა ქადაგიძე ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში ჩაება, თუმცა, ასპარეზობას მალევე გამოეთიშა.

ერთეულებში ანა “იბღლიანი წაგებულის” სტატუსით მოასპარეზე უკრაინელ ანასტასია ჟოვტიუკს გაეჯიბრა და 2:6, 0:6 დამარცხდა.

წყვილებში ქადაგიძემ და ჩინელმა ჟიუ ვანგმა იტალიურ დუეტთან (კრეშენჩი-სკუარჩიალუპი) 2:6, 3:6 წააგეს.

ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირი გრძელდება ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში, სადაც მერვედფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელია გასული. მე-7 ნომრად განთესილი ალექსანდრე მეტრეველი უკრაინელ იური ჯავაკიანს ეთამაშება, ხოლო გიორგი ცივაძე – რუს ფედორ ჩერვიაკოვს.

წყვილებში ცივაძემ და რუსმა იარკოვმა უზბეკებს – ჯამალოვს და შიპილოვს 6:1, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ყაზახებს (ხაბიბულინი-იევსეევი) გაეჯიბრებიან.

საწყის რაუნდში რუსებთან – ბზაროვთან და გერლახთან 4:6, 3:6 წააგეს მე-4 განთესვით მოთამაშე მეტრეველმა და ყირგიზმა დულდაევმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114138