კალათბურთი

1:30 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კორსანტიას 10-ქულიანი მატჩი ესპანეთში

ესპანეთის პრიმერა FEB-ის (მეორე დვიზიონი) მეოთხედფინალურ პლეი-ოფში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ მეორე მატჩიც წააგო და შინ „ოვიედოსთან“ 75:83 დამარცხდა.

კორსანტიამ 21 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

„გიპუზკოა“ სერიაში 0:2 მარცხდება და მომდევნო მატჩს 22 მაისს, სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175164