ფეხბურთი

23:08 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმმა“ აუტსაიდერს მოუგო

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩში „ბათუმმა“ „მეშახტეს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში სტუმარმა ტყიბულელებმა გახსნეს. გოლი 34-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.

ზღვისპირელებმა მეორე ნახევრის დასაწყისში, 49-ე წუთზე გაათანაბრეს. თავი ლუკა წულუკიძემ გამოიჩინა. 84-ზე კი შეცვლაზე შესულმა ლევან ხოზრევანიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

„ბათუმმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და 17 ქულით მე-6 ადგილზეა. „მეშახტე“ კი მიჯრით მეოთხედ დამარცხდა და 10 ქულით ბოლო, მე-10 საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159346