ფეხბურთი

20:59 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ "დინამო" გარდაქმნა: ზედიზედ მესამე მოგება და თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი

„დინამო თბილისი“ თემურ ქეცბაიას ხელში შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში, შედეგები ამაზე მეტყველებენ: 5 მატჩი, 4 მოგება და 1 ფრე.

„დინამომ“ მე-13 ტურში მოქმედი ჩემპიონი და სატურნირო ცხრილის ლიდერი „იბერია“ დამაჯერებლად დაამარცხა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს კომფორტული უპირატესობა, რომელიც მეორე ტაიმში ხელიდან არ გაუშვიათ.

ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა, როცა ნანა-კოფი დონკორმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან ძლიერად, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმის ბოლოს კი, აბდულაი იორომ ქეცბაიას გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში მოედანზე გუნდებიც მცდელობის მიუხედავად, არაფერი შეცვლილა, "დინამომ" დაწყებული საქმე ბოლომდე კარგად მიიყვანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი: ეროვნულ ლიგაში და "დინამო თბილისში", თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი შედგა, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის. ის ქეცბაიამ მოედანზე 70-ე წუთზე შეუშვა და გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. შესაძლოა, ეს ახალი და დიდი ისტორიის დასაწყისი იყოს.

"დინამო" მეშვიდე ადგილზე იყო, როცა გუნდში თემურ ქეცბაია მივიდა, ახლა კი, 5 ტურის შემდეგ 21 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "იბერიასთან" ჩამორჩენაც მხოლოდ 3 ქულას შეადგენს. მომდევნო ტურში "დინამოს" მეტოქე გორის "დილა" იქნება, ხოლო "იბერია" "გაგრას" დაუპირისპირდება.

„დინამო თბილისი“ - „იბერია“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 დონკორი (33), 2:0 იორო (45)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171757