ბულგარეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში „ცსკა 1948-მ“ „ლუდოგორეცი“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ლაშა დვალმა გაიტანა.
ქართველმა მცველმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 90-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და მატჩის ბედი გადაწყვიტა. გოლი თავდაპირველად მოწმდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ჩაითვალა. ამ გამარჯვებით ლაშას გუნდმა სატურნირო ცხრილში „ლუდოგორეცს“ გადაუსწრო.
დვალს ბულგარეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ცსკა 1948“ 35 ტურის შემდეგ 66 ქულით მეორე ადგილზეა და ბოლო ტურში 25 მაისს, ჩემპიონ „ლევსკის“ უმასპინძლებს.







