ფეხბურთი

15:37 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევანდოვსკი "ბარსელონას" დატოვებს

„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი კლუბს დატოვებს.

„მოვიდა, როგორც ვარსკვლავი და მიდის, როგორც ლეგენდა. მადლობა რობერტ ლევანდოვსკი ყოველი გოლისთვის, ყოველი ბრძოლისა და ყოველი ჯადოსნური მომენტისთვის ჩვენს ფერებში. სამუდამოდ კულე“, - ასე ემშვიდობება „ბარსა“ პოლონელს.

"ოთხი წლის შემდეგ, სავსე გამოწვევებითა და შრომისმოყვარეობით, დადგა დრო, გვერდი გადავშალო. მივდივარ იმ განცდით, რომ ჩემი მისია შევასრულე. ოთხი სეზონი, სამი ჩემპიონის ტიტული. არასდროს დამავიწყდება ის სიყვარული, რაც გულშემატკივრებისგან პირველივე დღეებიდან მივიღე. მადლობა ყველას, ვისაც ამ შესანიშნავი ოთხი წლის განმავლობაში შევხვდი. განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ლაპორტას“, - დაწერა რობერტმა სოციალურ ქსელში.

„ბარსელონამ“ ლევანდოვსკი 2022 წელს „ბაიერნიდან“ დაიმატა. მას შემდეგ რობერტმა „ბლაუგრანაში“ ჩატარებულ 191 შეხვედრაში 119 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა. მან შვიდი ტიტულიც მოიგო - სამჯერ ლა ლიგა, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი და ერთხელ ესპანეთის თასი.

რობერტ ლევანდოვსკი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ გუნდში უფასოდ გადავა, მაგრამ ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162872