ფეხბურთი

21:59 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "დილასთან" ბოლო წუთზე მოიგო

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დაიწყო, რომლის სასტარტო შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილა“ ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„დილაში“ ლევან კორღალიძის დებიუტი შედგა, მისი გუნდი ახლოს იყო ქულის მოპოვებასთან, თუმცა, ბოლოს გაუშვა. „დილა“ 42-ე წუთიდან მოედანზე 10 კაცით იყო, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო ბლანკსონ ანოფი გააძევეს.

ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა: 57-ე წუთზე გიორგი არაბიძემ პენალტი ზუსტად დაარტყა. რიცხობრივ უმცირესობაში თამაშის მიუხედავად, გორელებმა 83-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს. თუმცა, დირკ შუსტერის გუნდმა გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანა, როცა მატეო შიმიჩმა არაბიძის პასის შემდეგ ანგარიში 2:1 გახადა.

„ტორპედომ“ ამ გამარჯვებით 20 ქულა დააგროვა და ამ დროისთის მეორე ადგილზე გადავიდა, მომდევნო ტურში კი „მეშახტეს“ შეხვდება, ხოლო გორის „დილა“ 19 ქულით მეოთხე საფეხურზეა და „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

„ტორპედო“ – „დილა“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 არაბიძე (57, პენ), 1:1 მენთეშაშვილი (83), 2:1 შიმიჩი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086385