ფეხბურთი

11:38 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი მატეის დე ლიხტი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. ფეხბურთელს ზურგის ოპერაცია სჭირდება.

ნიდერლანდელმა სოციალურ ქსელში ამის შესახებ განცხადება გააკეთა:

„ექვსთვიანი მკურნალობისა და აღდგენისთვის დიდი შრომის შემდეგ, ოპერაცია ერთადერთი ვარიანტი იყო. იმედგაცრუებული ვარ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში გუნდს ვერ დავეხმარე და ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ვითამაშებ“, - წერს დე ლიხტი.

მატეის დე ლიხტმა ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებში მის აქტივში 2020 წლიდან 52 შეხვედრა და 2 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15656