ფეხბურთი

16:10 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვამ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

31 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ბერნარდო სილვა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით "მანჩესტერ სიტის" დატოვებს და შესაბამისად მომდევნო სეზონს ახალ კლუბთან ერთად დაიწყებს.

ფეხბურთელმა აღნიშნულთან დაკავშირებით Canal11-თან ინტერვიუს დროს კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველაფრის მოგვარება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სურს, რადგან ნაკრებში დამშვიდებული და სრული კონცენტრაციით ჩავიდეს.

“დიახ, მინდა ჩემი შემდეგი კლუბი მსოფლიო ჩემპიონატამდე გადავწყვიტო. მსურს, პორტუგალიის ნაკრებში უკვე დალაგებული მომავლით მივიდე და იმედი მაქვს ამ ყველაფერს შევძლებ. გულშემატკივრები სიახლეებს უახლოეს მომავალში გაიგებენ.

"ბენფიკაში" დაბრუნება? ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მინდა დაბრუნება, მაგრამ ალბათ სხვა დროს, თუმცა არ ვიცი იმ დროს მათ თუ ენდომებათ ჩემი კლუბში მიყვანა", - განაცხადა სილვამ.

ბერნარდო სილვას სახელს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ "ბარსელონას", თუმცა პორტუგალიელის დამატების სურვლი "იუვენტუსს" და "პარი სენ-ჟერმენსაც" აქვს.

ცნობისთვის, ბერნარდო სილვამ კარიერა „ბენფიკაში“ დაიწყო, სახელი „მონაკოში“ გაითქვა, ხოლო 2017 წლიდან „სიტიში“ ჩატარებულ 451 მატჩში 76 გოლი გაიტანა და 77 საგოლე პასი გააკეთა. მან ინგლისურ კლუბში 19 ტიტული მოიგო - ექვსჯერ პრემიერლიგა, ორჯერ ასოციაციის თასი, ხუთჯერ ლიგის თასი, სამჯერ ინგლისის სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088113