მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 36-ე ტურში „ოვიედოს“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა.
ალვარო არბელოას გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს გონსალო გარსიას გოლით დაწინაურდა, ხოლო მე-80 წუთზე ჯუდ ბელინგემმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„რეალი“ 80 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 17 მაისს, „სევილიას“ სტუმრად შეხვდება. „ოვიედო“ ბოლო პოზიციაზეა და ლა ლიგა 2-ში დაქვეითდა.





