„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის 31-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „კრისტალ პალასი“ 3:0 დაამარცხა და „არსენალთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა ყველაფერი პირველი ტაიმის ბოლოს გადაწყვიტა, როცა ანტუან სემენიომ და ომარ მარმუშმა გაიტანეს. „სიტიმ“ მატჩის მიწურულს სავინიოს გოლით სხვაობა სამამდე გაზარდა.
„მანჩესტერ სიტი“ 77 ქულით მეორე ადგილზეა, „არსენალს“ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 19 მაისს, „ბორნმუთს“ შეხვდება. მანამდე გვარდიოლას გუნდს ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსისთან“ მატჩი ელოდება.





