„ინტერმა“ 2025-2026 წლების სეზონში დუბლი შეასრულა. კრისტიან კივუს გუნდმა იტალიის ჩემპიონატის შემდეგ, იტალიის თასიც მოიგო.
„ნერაძურიმ“ ფინალში, რომელიც რომში გაიმართა, „ლაციო“ დამაჯერებლად დაამარცხა. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა ჯერ ადამ მარუშიჩმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო ლაუტარო მარტინესმა სხვაობა გააორმაგა - 2:0.
„ინტერმა“ ოთხი დღის წინ სერია A-შიც აჯობა სტუმრად „ლაციოს“, მაშინ 3:0.
იტალიის თასი „ინტერმა“ ისტორიაში მეათედ მოიგო.





