ფეხბურთი

23:59 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის თასი მოიგო

ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ რუმინეთის თასი მოიგო. ფინალში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „უნივერსიტატეა კლუჟი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი და დამატებთი დრო გოლების გარეშე დასრულდა და ყველაფერი პენალტებში გადაწყდა, რომელშიც „კრაიოვამ“ 6:5 მოიგო. მექვაბიშვილმა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, 57-ე წუთიდან ითამაშა და მან თავისი გუნდის მეხუთე პენალტი ზუსტად შეასრულა.

„კრაიოვამ“ რუმინეთის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო. მექვაბიშვილმა რუმინეთის თასზე შვიდ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 50 შეხვედრაში 3 გოლი და 9 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093964