ფეხბურთი

16:30 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი "ბაიერნში" კიდევ ერთი წლით დარჩება

40 წლის მანუელ ნოიერი მიუხენის "ბაიერნში" კიდევ ერთი წლით დარჩება. ინფორმაციას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა და კლუბმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ნოიერი "ბაიერნში" კიდევ ერთი წლით, 2027 წლამდე ითამაშებს. პლეტენბერგის განცხადებით მიუნხენური კლუბი აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი "ბაიერნის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს, იქამდე კი გერმანელი "შალკეს" რიგებში გამოდიოდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165352