ფეხბურთი

13:44 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას „რომაში“ დარჩენა სურს

„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა მზადაა ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმდეს, რათა კლუბში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დარჩეს, იტყობინება სოციალურ მედიაში ინსაიდერი ნიკოლო სკირა.

წყაროს ცნობით, რომაულ კლუბს ჯერ არ გაუკეთებია ფეხბურთელისთვის ოფიციალური კონტრაქტის შეთავაზება. თავად ფეხბურთელმა ადრე განაცხადა, რომ გუნდის მფლობელისგან, დენ ფრიდკინისგან გადაწყვეტილებას ელოდება.

„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი დაინტერესებულია არგენტინელის შენარჩუნებით, მაგრამ მისი მომავალი კლუბის ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული.

ამ სეზონში 32 წლის თავდამსხმელმა 25 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.092846