ფეხბურთი

10:26 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი მზადაა იტალიის ნაკრებს სათავეში ჩაუდგეს

იტალიელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ეროვნული ნაკრების სათავეში ჩადგომის მზადყოფნა გამოთქვა - წერს Sky Sports.

„ადრე ვუთხარი „არა“ იტალიის ეროვნულ ნაკრებს, რადგან უკვე მქონდა სამსახური „რომაში“ და ერთდროულად ორი პოზიციის დაკავება არ შემეძლო. ამჟამად თავისუფალი ვარ, ამიტომ თუ ვინმე დამირეკავს, რატომაც არა? არასდროს თქვა „არასდროს“. დავთანხმდებოდი თუ არა მთავარი მწვრთნელის ან უბრალოდ მენეჯერის თანამდებობას? არ ვიცი. როდესაც შენი ქვეყანა გიხმობს, ამბობ „დიახ“-ს, სულ ესაა“, - ციტირებს რანიერის სიტყვებს Sky Sports.

რანიერიმ რომას საბჭოს მრჩევლის თანამდებობა 2026 წლის აპრილის ბოლოს დატოვა, თანამდებობას კი 2025 წლის ივლისიდან იკავებდა.

74 წლის სპეციალისტი ადრე „რომას,“ „კალიარის,“ „უოტფორდს,“ „სამპდორიას,“ „ჩელსის,“ მადრიდის „ატლეტიკოს“, „ფიორენტინას,“ „ნაპოლის,“ „ფულემს,“ „ნანტს,“ „ლესტერ სიტის,“ „მონაკოს“, მილანის „ინტერს“, „იუვენტუსს,“ „პარმას,“ „ვალენსიას“ და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

იტალიის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ეროვნული ნაკრები პლეი-ოფში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდა (1:1, 1:4 პენალტების სერიაში), რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.090807