ჭადრაკი

22:46 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურ ჭადრაკში ხოტენაშვილმა იმარჯვა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოეს მდევრებს. 6.5-6.5 ქულით საპრიზო ადგილები სოფო ნიკოლაძემ და მაია ლომინეიშვილმა გაინაწილეს.

ხვალიდან საქმეში ვაჟებს ვიხილავთ. 15-16 ოქტომბერს ისინი რაპიდის III ეტაპში ჩაერთვებიან, 17-ში კი ბლიცის III ეტაპია დაგეგმილი.

0.123317