ფეხბურთი

20:59 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის მორიგი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰარტბერგი“ 4:2 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილმა კი მორიგი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 25-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა. ოთარი 85-ე წუთზე შეცვალეს, მის ნაცვლად მოედანზე გიზო მამაგეიშვილი შევიდა.

ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 15 გოლით ბომბარდირებში ლიდერია. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 40 თამაშში 19 გოლი და 4 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 12 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერ პენალტი კი მოიპოვა.

„შტურმი“ მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლასკს“, ბოლო ტურში კი, 17 მაისს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს. ასე რომ, „შტურმი“ ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის, მაგრამ ბოლო ტურში „ლასკის“ შედეგზე იქნება დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166421