„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
როგორც ფრანგული მედია წერს, პსჟ-ს სამედიცინო შტაბი ოპტიმისტურადაა განწყობილი მაროკოელი მცველის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ფინალამდე ზუსტად 20 დღე რჩება და დიდი შანსია, რომ აშრაფი მანამდე გამოჯანმრთელდეს.
აშრაფ ჰაკიმიმ ტრავმა მიუნხენის „ბაიერნთან“ პირველ ნახევარფინალურ მატჩში მიიღო. ის სავარაუდოდ, ლიგა 1-ის ბოლო სამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს, რათა ფინალამდე რისკზე არ წავიდნენ.
აშრაფ ჰაკიმიმ პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.





