ფეხბურთი

12:48 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ვლაჰოვიჩმა "იუვენტუსის" რეკორდი დაამყარა

დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსის“ ისტორიაში შევიდა. მან „ლეჩესთან“ თავი თამაშის დაწყებიდან 10 წამში გამოიჩინა.

როგორც Opta იტყობინება, მას შემდეგ, რაც მსგავს სტატისტიკას აღწერენ, ეს ყველაზე სწრაფი გოლია „იუვენტუსის“ ისტორიაში სერია A-ში. კერძოდ, მინიმუმ 2004-2005 წლების სეზონიდან.

ვლაჰოვიჩმა გააუმჯობესა არტურო ვიდალის შედეგი, რომელმაც 2012 წელს „ინტერს“ გოლი თამაშის დაწყებიდან 18 წამში გაუტანა. აქვე აღსანიშნვია, რომ ვლაჰოვიჩზე სწრაფი გოლი სერია A-ში მხოლოდ რაფაელ ლეაოს (6 წამში) და ირვინგ ლოზანოს (9 წამში) გაუტანიათ.

დუშან ვლაჰოვიჩი ნოემბრის შემდეგ ტრავმირებული იყო, წინა ტურში დაბრუნდა მოედანზე, მაშინაც გოლი გაიტანა და ახლაც. მან „იუვეს“ „ვერონასთან“ ქულა გადაურჩინა (1:1), ხოლო „ლეჩესთან“ მოაგებინა (1:0).

სერბ ფორვარდს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და დიდი შანსია, გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093054