მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი ალფონსო დევისი ისევ დაშავდა. ამის შესახებ გერმანული კლუბი იტყობინება.
კანადელი მცველისთვის დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონი დასრულდა, ხოლო იქნება თუ არა, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.
„ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ალფონსოსთან და ვინარჩუნებთ კავშირს "ბაიერნის" სამედიცინო გუნდთან მისი ბოლოდროინდელი ტრავმის შემდეგ“, - ეს კანადის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაა.
ალფონსო დევისმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. კანადის ნაკრებში კი 58 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი.





