ფეხბურთი

20:05 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ვალვერდე და ჩუამენი დააჯარიმა

ფედერიკო ვალვერდე და ორელინ ჩუამენი ვარჯიშზე ჩხუბის გამო მადრიდის „რეალმა“ ფინანსურად დააჯარიმა.

ორივემ ბოდიში მოიხადა, მაგრამ ფინანსურ სასჯელს ვერ გადაურჩნენ: თითოეული 500 000 ევროს ოდენობით დააჯარიმეს. სამაგიეროდ, ბოდიშის მოხდის გამო, ისინი სპორტულ სასჯელს გადაურჩნენ.

„ფეხბურთელებმა გულწრფელი სინანული გამოთქვეს მომხდარის გამო და ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს. მათ ასევე ბოდიში მოუხადეს კლუბს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და გულშემატკივრებს. ამის გათვალისწინებით, „რეალმა“ გადაწყვიტა თითოეულ მოთამაშეს 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩხუბის შედეგად, ვალვერდემ თავის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს დაახლოებით ორი კვირით გამოაკლდა.

ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ კლუბმა დაიწყო საქმის შესწავლა და ამის შემდგომ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170604