ფეხბურთი

12:23 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

Goal: „ბაიერნი“ ხვიჩა კვარაცხელიას 16 წლის ძმით დაინტერესდა

„ბაიერნი“ დაინტერესებულია ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის, 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას გადაბირებით, რომელიც თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია - გვამცნობს Goal.

უმცროსი კვარაცხელია ამჟამად მიუნხენში იმყოფება და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს. შაბათს, 2 მაისს, ის პირველად შეიყვანეს „დინამოს“ მთავარი გუნდის განაცხადში. თორნიკე კვარაცხელია ასევე წარმოადგენს საქართველოს 17-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებს და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება. მისი ძმის მსგავსად, ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს.

მოზარდობის ასაკში ხვიჩა კვარაცხელია ასევე იყო „ბაიერნის“ რადარზე და 2018 წლის აპრილში სატესტო ვარჯიშსაც კი დაესწრო. მან კლუბის ობიექტები დაათვალიერა და „ალიანს არენაზე“ მატჩზე მიიწვიეს. „ბაიერნის“ აკადემიის პერსონალმა ხვიჩას შესაძლებლობები და დამოკიდებულება აღნიშნა, თუმცა ტრანსფერი კლუბის მხრიდან არასაკმარისი მზაობის გამო ჩაიშალა.

ოთხშაბათს, 6 მაისს, ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „ბაიერნს“ დაუპირისპირდებიან. პარიზში გამართული პირველი მატჩი პსჟ-ს გამარჯვებით 5:4 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170856