ფეხბურთი

1:29 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" გასავარდნი ზონა დატოვა

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში „სევილიამ“ „სოსიედადს“ უმასპინძლა, რომელიც დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან გასავარდნი ზონა დატოვა.

ანდალუსიელებმა ვეტერანი ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის გოლით მოიგეს, რომელმაც მეტოქის კარი 50-ე წუთზე დალაშქრა და ამ გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, „სევილიელმა დალაქებმა“ 1:0 მოიგეს.

„სევილიამ“ 37 ქულა დააგროვა, მე-17 ადგილზე გადავიდა და „ალავესს“ ერთი ქულით გაუსწრო, მომდევნო ტურში კი „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.056223