ფეხბურთი

21:36 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" სავარაუდოდ, ქართველები სეზონის შემდეგ დატოვებენ

„მეცი“ ლიგა 1-დან გავარდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში ძირეული ცვლილებებია მოსალოდნელი.

როგორც ფრანგული მედია წერს, დიდი შანსია, რომ „მეცი“ გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი აბუაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ დატოვონ. სამივე ქართველს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ჩანს, თანამშრომლობა მათ შორის, არ გაგრძელდება. ეს ყველაზე მეტად წიტაიშვილის შემთხვევაშია მოსალოდნელი, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდება და გაცილებით უკეთეს გუნდში წასვლას ეცდება.

გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 32 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. გიორგი ქვილითაიას აქტივში 8 შეხვედრაში 2 გოლია, გიორგი აბუაშვილმა კი 20 თამაშში ასევე ორი გოლი გაიტანა.

„მეცს“ 9 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია და რა გასაკვირია, რომ მომდევნო ტურში მისი მეტოქე 10 მაისს, „ლორიანი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.094649