მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 34-ე ტურში „ესპანიოლი“ დაამარცხა და „ბარსელონას“ ჩემპიონობა მინიმუმ ერთი ტურით გადაიდო.
„რეალი“ თუ ვერ მოიგებდა, „ბარსა“ ახლავე გაჩემპიონდებოდა, მაგრამ „სამეფო კლუბმა“ სამი ქულა ამჯერად მოიპოვა.
მეორე ტაიმში ვინისიუსმა დუბლი შეასრულა და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მატჩის ბედი გადაწყვიტა - ალვარო არბელოას გუნდმა 2:0 მოიგო.
მადრიდის „რეალმა“ 77 ქულა დააგროვა და 11 ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, რომელსაც მომდევნო ტურში შეხვდება. „ელ კლასიკო“ 10 მაისს გაიმართება.
არაა გამორიცხული, რომ "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" გახდეს ჩემპიონი, ამისთვის ჰანსი ფლიკის გუნდს ფრეც ეყოფა.





