ფეხბურთი

23:00 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში "რუსთავი" გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში „რუსთავმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა, რომელიც 1:0 დაამარცხა.

დაძაბული მატჩის ბედი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაწყდა: 91-ე წუთზე რუსთაველთა ფეხბურთელმა ირაკლი იაკობიძემ გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, რის შედეგადაც გია ცეცაძის გუნდმა ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტს აჯობა.

„რუსთავი“ ამ გამარჯვებით გალიდერდა 18 ქულით, მინიმუმ იქამდე, სანამ ტური დასრულდება, მომდევნო მატჩს კი ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს. გორის „დილამ“ გამარჯვებების სერია შეწყვიტა და 16 ქულით მესამე ადგილზეა, წინ კი „იბერიასთან“ თამაში აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086658