„ლიონის“ ფეხბურთელმა ენდრიკა განაცხადა, რომ ფრანგულ კლუბს სათამაშო პრაქტიკისთვის შეუერთდა, რათა მუნდიალისთვის ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს.
მან გაიხსენა მის კარიერაში რთული პერიოდი, როცა ტრავმების გამო ბევრი დრო გაუცდა:
„რთული ტრავმა მქონდა და ბევრი დრო გამოვტოვე. ამის გამო ბევრ მატჩში ვერ მივიღე მონაწილეობა. კონკურენციას ვერ ვახერხებდი. როდესაც ტრავმას იღებ, ყველაფერს კარგავ. ადგილისთვის ბრძოლის შანსს კარგავ. ეს ჩემს კონტროლს სცილდებოდა. ძალიან შემეშინდა. რამდენჯერმე ვიტირე. არ ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი ჩემს ტრავმას. არ იცი, რეციდივი იქნება, შეინარჩუნებ თუ არა ძალას, დაბრუნდები თუ არა უფრო სუსტი. ეს ძალიან მოქმედებს შენზე. მომავლის გეშინია. მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა გამეგრძელებინა. კიდევ ერთი ტრავმის შემთხვევაში, მთელ პროცესს ხელახლა გავივლიდი. ვიცოდი, რომ დაბრუნებისას ჩემი საუკეთესო უნდა გამოვევლინა. „რეალში“ ბევრი თამაში არ მიწევდა, ამიტომ „ლიონში“ წასვლა გადავწყვიტე, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი მქონოდა“, - თქვა ენდრიკმა.
შეგახსენებთ, რომ ენდრიკი „ლიონს“ იანვარში იჯარით შეუერთდა და დღემდე 18 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.





