ფეხბურთი

1:04 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრე პენალტებით მადრიდულ დუელში

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკო“ და ლონდონის „არსენალი“ პირველ მატჩში დაზავდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანზე დაძაბულობა და ბევრი ბრძოლა, კლასიც, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი - არა. „არსენალი“ პირველი ტაიმის მიწურულს პრაქტიკულად პირველივე შანსით დაწინაურდა.

ვიქტორ გიოკერეშმა პენალტი მოიპოვა, რომელიც შვედმა ფორვარდმა თვითონ ზუსტად შეასრულა და „მეთოფეები“ წინ გავიდნენ.

მეორე ტაიმი „ატლეტიკომ“ აქტიურად დაიწყო, დიეგო სიმეონეს გუნდს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, რადგან ლონდონში დამარცხებული ჩასვლა, პრაქტიკულად შანსის გარეშე ყოფნა იქნებოდა.

მადრიდელების აქტიურობამ შედეგი გამოიღო. ამჯერად პენალტი სტუმართა კარში დაინიშნა, რომელიც გოლად ხულიან ალვარესმა აქცია და წონასწორობა აღადგინა. „როხიბლანკომ“ მუხტი მიიღო და შეტევები განაგრძო. ყველაზე ახლოს გოლთან ანტუან გრიზმანი იყო, მაგრამ „არსენალი“ ხარიხამ იხსნა. ორჯერ კარგი შანსი ადემოლა ლუკმენს ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ 1:1 და ყველაფერი ერთ კვირაში ლონდონში გადაწყდება.

მიკელ არტეტას გუნდი ალბათ, საკუთარ მოედანზე ფავორიტი იქნება, მაგრამ „ატლეტიკოს“ ნაადრევად ჩამოწერაც არ ივარგებს.

„ატლეტიკო“ – „არსენალი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 გიოკერეში (44, პენ), 1:1 ალვარესი (56, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167759