ფეხბურთი

13:03 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "ლუის ენრიკემ კვარაცხელიასთან შთამბეჭდავი სამუშაო გასწია"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ლუის ენრიკე ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.

როგორც მან თქვა, მასზე ყველაზე მეტად შთაბეჭდილებას ის სამუშაო ახდენს, რომელიც ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაატარა:

„ლუის ენრიკე ძალიან მომწონს, სრული ლიდერული თვისებები აქვს. გუნდიდან მბაპე გაუშვა, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც შთამბეჭდავი ისაა, რაც მან კვარაცხელიასთან შეძლო: ის „ნაპოლიში“ შეტევაში რამდენიმე გარღვევას გააკეთებდა, მაგრამ შემდეგ ჩერდებოდა. ახლა კი, მუდმივად დარბის. ლუის ენრიკე საუკეთესოა“, - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090624