ფეხბურთი

10:00 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "გრიზმანი ჩემი შთაგონების წყარო იყო"

„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მისთვის შთაგონების ერთ-ერთი წყარო ანტუან გრიზმანია.

როგორც მან აღნიშნა, „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ გრიზმანს მაისური გაუცვალა:

„ესპანეთში ჩემი პირველი მატჩი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო. მაშინვე ანტუან გრიზმანთან მაისურები გავცვალე. ის ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, ვინც შთამაგონა - განსაკუთრებით ფიზიკურად. ესპანეთში გადასვლამდე საფრანგეთში რამდენიმე აკადემიამ უარი თქვა, როგორც ჩემს შემთხვევაში“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 38 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087358