ფეხბურთი

0:55 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო და მოსაწყენი "მილანი" - "იუვე"

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის ძალიან მოსაწყენი გამოდგა და ლოგიკურადაც დასრულდა - უგოლოდ.

„იუვემ“ პირველ ტაიმში გაიტანა, მაგრამ ხეფრენ ტურამი აშკარად თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. „მილანსაც“ კარგი შანსი ჰქონდა ერთხელ - ალექსის სალმაკერსის დარტყმა ძელს მოხვდა. საბოლოოდ ფრე 0:0, რომელიც სრულიად ლოგიკური შედეგია და ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ორივე გუნდი თავიდანვე ამ შედეგზე თანახმა იყო.

ამ გუნდების ორივე მატჩი მიმდინარე სეზონში 0:0 დასრულდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

„მილანი“ 67 ქულით მესამე ადგილზეა და ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან, ხოლო „იუვენტუსს“ 64 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია და უახლოეს მდევრებს, „კომოსა“ და „რომას“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161312